აშშ-ის ღია 2019 - ფედერერმა ისევ წააგო პირველი სეტი, მაგრამ შემდეგ ეტაპზე გავიდა
ნოვაკ ჯოკოვიჩის მსგავსად, გავიდა მესამე წრეში შვეიცარიელი როჯერ ფედერერი, რომელიც ბოსნიელ დამირ ძუმჰურს ხვდებოდა. ისევე, როგორც პირველ წრეში ინდოელი სუმით ნაგალის წინააღმდეგ, ახლაც ლეგენდამ დათმო პირველი პარტია და შემდეგ დამაჯერებლად აიღო ზედიზედ სამი სეტი. ეს იყო პირველი შემთხვევა 2014 წლის შემდეგ, როცა ფედერერი ზედიზედ ორ მატჩში ერთი სეტით იყო ჩამორჩენილი.
ძუმჰური პირველ სეტში ორმაგი ბრეიკით 2:0 დაწინაურდა. ფედერერმა მას ერთი ბრეიკით უპასუხა და პარტია ვერ გადაარჩინა, მაგრამ მეორე სეტიდან მოყოლებული, სრულ უპირატესობას დაეუფლა. თუმცა, ბოსნიელს პერიოდულად ჰქონდა მეტოქის მოწოდების აღების შანსები, მაგრამ ვერ გამოიყენა – ძუმჰურმა მეორე, მესამე და მეოთხე სეტებში ექვსი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა, მაგრამ ბრეიკამდე ვერ მივიდა.
ფედერერმა შეხვედრა 43 ეისით დაასრულა. ეს იყო მისი მე-100 მატჩი აშშ-ის ღიაზე. როჯერს ამ ტურნირზე 19-დან 19 მატჩი აქვს მოგებული მეორე რაუნდში. მესამე წრეში მისი მეტოქე ფრანგ ლუკ პუიესა და ბრიტანელი დანიელ ევანსის მატჩის გაირკვევა. ორივესთან ურთიერთშეხვედრებში ფედერერი 2:0-ს იგებს.