აშშ-ის გენშტაბის მეთაური – ამჟამად ფოკუსირებული ვართ სამ სამხედრო მიზანზე, ამ დრომდე 5 000-ზე მეტ სამიზნეს დავარტყით, განვაგრძობთ პროგრესის მიღწევას სამხრეთ ფლანგის გასწვრივ
აშშ-ის გენშტაბის მეთაურის, დენ კეინის განცხადებით, ამჟამად გაერთიანებული ძალები ფოკუსირებულია სამ სამხედრო მიზანზე, რომელთა შორისაა: ირანის ბალისტიკური რაკეტებისა და დრონების განადგურება, ჰორმუზის სრუტეში მიმოსვლისთვის ირანის ფლოტზე განგრძობითი დარტყმები და მომდევნო წლებში თავდასხმის საშუალებების აღმოფხვრა.
„ფოკუსირებული ვართ სამ სამხედრო მიზანზე, ესენია: ირანის ბალისტიკური რაკეტებისა და დრონების განადგურება, რათა თავიდან ავირიდოთ თავდასხმები აშშ-სა და სხვებზე რეგიონში. ეს ნიშნავს თავდასხმებს გამშვებ პოლიგონებზე, მარაგებზე: მეორე, ჩვენ განვაგრძობთ დარტყმებს ირანის ფლოტზე და მათ შესაძლებლობებზე, რათა შევინარჩუნოთ მიმოსვლა ჰორმუზის სრუტეში; მესამე, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და ვუღრმავდებით ირანის შეიარაღებულ ძალებსა და ინდუსტრიულ ბაზებს, რათა ამ რეჟიმს ამერიკელებსა და ჩვენ პარტნიორებზე მომდევნო წლებში თავდასხმის საშუალება აღმოვუფხვრათ“, – აღნიშნავს კეინი.
მისი თქმით, ცენტრალური მეთაურობა განაგრძობს პროგრესის მიღწევას სამხრეთ ფლანგის გასწვრივ.
„ამ დრომდე ჩვენ 5000-ზე მეტ სამიზნეს დავარტყით. სტრატეგიულმა ბომბდამშენებმა 2000-ფუტიანი ათობით ბომბი ჩამოყარეს“, – აცხადებს კეინი.
როგორც კეინი აღნიშნავს, მათ ასევე დაარტყეს დრონების მწარმოებელ რამდენიმე ქარხანას. მისივე თქმით, იერიშების შედეგად მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს ირანის რაკეტებისა და დრონების არსენალის შემცირებაში. ასევე, კონფლიქტის დაწყების შემდეგ 50-ზე მეტ ხომალდს დაარტყეს ან გაანადგურეს.