აშშ-ის გენერალური პროკურორი მინეაპოლისში აქციებს ეხმაურება – სამართალდამცავებისთვის ხელის შეშლა დანაშაულია, დანაშაულია ფედერალური ქონების დაზიანება, ამ წითელ ხაზს თუ გადაკვეთთ, დაგაპატიმრებენ

22:41, 08.01.2026
UNITED STATES - JANUARY 15: Pam Bondi, President-elect Donald Trump's nominee to be attorney general, testifies during her Senate Judiciary Committee confirmation hearing in Hart building on Wednesday, January 15, 2025. (Tom Williams/CQ Roll Call)

UNITED STATES - JANUARY 15: Pam Bondi, President-elect Donald Trump's nominee to be attorney general, testifies during her Senate Judiciary Committee confirmation hearing in Hart building on Wednesday, January 15, 2025. (Tom Williams/CQ Roll Call)

აშშ-ის გენერალური პროკურორი პემ ბონდი მინეაპოლისში გამართულ საპროტესტო აქციებს ეხმაურება. როგორც ბონდი სოციალურ ქსელში წერს, აქტივისტებს აქვთ მშვიდობიანი დემონსტრაციის გამართვის უფლება, თუმცა ფედერალური სამართალდამცავი ორგანოებისთვის ხელის შეშლა და მათზე თავდასხმა ფედერალური დანაშაულია.

„მინესოტა: მშვიდობიანი პროტესტი ამერიკის წმინდა უფლებაა, რომელიც დაცულია პირველი შესწორებით. ფედერალური სამართალდამცავი ორგანოებისთვის ხელის შეშლა, დაბრკოლება ან თავდასხმა ფედერალური დანაშაულია. ასევე [დანაშაულია] ფედერალური ქონების დაზიანება. თუ ამ წითელ ხაზს გადაკვეთთ, დაგაპატიმრებენ და სისხლისსამართლებრივ დევნას დაექვემდებარებით. ნუ გამოცდით ჩვენს სიმტკიცეს“, – წერს აშშ-ის გენერალური პროკურორი.

ცნობისთვის, მინეაპოლისში ჩატარებული ოპერაციის დროს საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის (ICE) აგენტმა ავტომობილში მყოფ ქალს ესროლა და მოკლა. მომხდართან დაკავშირებით მინეაპოლისში გაიმართა საპროტესტო აქცია, სადაც სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებები გამოიყენეს. გავრცელებული ცნობით, მანამდე ფედერალურმა აგენტებმა მომიტინგეთა ნაწილის წინააღმდეგ ასევე გამოიყენეს წიწაკის სპრეი.

 

მსგავსი