აშშ-ის გენერალური პროკურორი - დავიწყებთ სისხლის სამართლის დევნას იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც სამოქალაქო არეულობის დროს ლოს ანჯელესის პოლიციას შეურაცხყოფას აყენებენ
აშშ-ის გენერალური პროკურორი - დავიწყებთ სისხლის სამართლის დევნას იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც სამოქალაქო არეულობის დროს ლოს ანჯელესის პოლიციას შეურაცხყოფას აყენებენ

აშშ-ის გენერალური პროკურორი პემ ბოდნი აცხადებს, რომ ლოს ანჯელესში არეულობის დროს სამართალდამცველებზე თავდასხმასთან დაკავშირებით ცხრა საქმეა აღძრული. ამის შესახებ ბოდნიმ „ფოქს ნიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ამ პირებს ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

„კალიფორნიის ხელისუფლება თუ არ დაიცავს მათ, ჩვენ დავიცავთ და დავიწყებთ სისხლის სამართლის დევნას იმ პირების წინააღმდეგ, ვინც სამოქალაქო არეულობის დროს შეურაცხყოფას აყენებს ლოს ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტს. ჩვენ შეგვიძლია, სისხლის სამართლიs მუხლებით გავასამართლოთ ისინი, ვინც სამართალდამცველი ორგანოების ოფიცრებს თავს ესხმის. ეს ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს და ჩვენ ამას გავაკეთებთ. ჩვენ დავიწყებთ მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეს ფედერალურ დონეზე. კალიფორნია თუ არ დაიცავს თავის სამართალდამცველებს, ჩვენ დავიცავთ მათ. ამჟამად თავდასხმის მუხლით ცხრა საქმეა აღძრული და კიდევ მეტი იქნება“, – განაცხადა პემ ბონდიმ.

აშშ-ის გენერალური პროკურორის თქმით, სისხლის სამართლის მუხლებითთ გასამართლდებიან ასევე მოროდიორობაში მონაწილე პირები.

„კალიფორნიაში თუ ბიზნესს ძარცვავ, 20-წლამდე პატიმრობა გემუქრება. თქვენ აღარ შეაფურთხებთ სამართალდამცავი ორგანოს ოფიცერს. როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, თუ შეაფურთხებთ, ჩვენ დაგარტყამთ. მოემზადეთ. თუ შეაფურთხებთ სამართალდამცველს, ჩვენ სისხლის სამართლის დანაშაულში წაგიყენებთ ბრალს. ფედერალური კანონმდებლობით, თქვენ ხუთ წლამდე პატიმრობა დაგემუქრებათ“, – განაცხადა ბონდიმ.