აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი აცხადებს, რომ არ ეთანხმება ჩარლი კირკის მკვლელობის გამოძიებასთან დაკავშირებით კრიტიკას
აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი აცხადებს, რომ არ ეთანხმება ჩარლი კირკის მკვლელობის გამოძიებასთან დაკავშირებით კრიტიკას

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი კეშ პატელი ჩარლი კირკის მკვლელობის გამოძიებასთან დაკავშირებულ კრიტიკას უარყოფს. ამის შესახებ მან სენატის იურიდიულ კომიტეტში წარდგენის დროს განაცხადა.

FBI-ს დირექტორი სენატში მას შემდეგ წარდგა, რაც მისი ხელმძღვანელობა ეჭვქვეშ დააყენეს და ჩარლი კირკის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით გადადგმული ნაბიჯები დაუწუნეს.

კეშ პატელის განცხადებით, მისი მიზანი გამჭვირვალობა და საზოგადოებასთან კომუნიკაციის სურვილი იყო. პატელი არ თვლის, რომ მის მიერ გაკეთებული განცხადებები შეცდომა იყო.

ამასთან, ამერიკელი სენატორის, დიკ დურბინის თქმით, პატელის არასწორმა განცხადებამ, თითქოს მსროლელი დააკავეს, სოციალურ მედიაში აღშფოთება გამოიწვია. დურბინის განცხადებით, პატელმა დაარღვია სამართალდამცავი ორგანოების ერთ-ერთი პრინციპი – გამოძიების კრიტიკულ ეტაპებზე „სიჩუმე შეინარჩუნეთ და პროფესიონალებს მიეცით საშუალება, თავიანთი სამუშაო შეასრულონ“.

ცნობისთვის, პოლიციამ მკვლელობაზე თავდაპირველად ორი პირი დააკავა, თუმცა მოგვიანებით ორივე მათგანი გაათავისუფლა. გავრცელებული ინფორმაციით, მათ მკვლელობასთან კავშირი არ აღმოაჩნდათ.

კონსერვატორი კომენტატორის, ჩარლი კირკის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 22 წლის ტაილერ რობინსონი. რობინსონი მომხდარიდან 33 საათის შემდეგ დააკავეს.