აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო - ნიუ ორლეანში მომხდარი თავდასხმა იყო ტერორისტული აქტი, წინასწარ განზრახული ბოროტი ქმედება
აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროში აცხადებენ, რომ ნიუ ორლეანში მომხდარი თავდასხმა ტერორისტული აქტი იყო.
„ჩემი მიზანია, რაც შეიძლება სწრაფად მოგაწოდოთ ინფორმაცია გამოძიებასთან დაკავშირებით. პირველ რიგში, ნება მომეცით, მკაფიოდ განვაცხადო ამ საკითხზე, რომ ეს იყო ტერორისტული აქტი, წინასწარ განზრახული და ბოროტი ქმედება“, – აღნიშნა აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის თანაშემწის მოადგილემ, კრისტოფერ რაიამ.
რაიას თქმით, თავდამსხმელი სავარაუდოდ მარტო მოქმედებდა.
აშშ-ში, ნიუ ორლეანში სატვირთო მანქანა ხალხში შევარდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, ათი ადამიანი დაიღუპა, 30 კი დაშავდა.