აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო ავტომატურ სატელეფონო ზარებს იძიებს, რომლებითაც ამერიკელებს არჩევნების დღეს შინ დარჩენისკენ მოუწოდებენ

03:08, 04.11.2020
A woman casts her ballot in the 2020 U.S. presidential election at the LaGrave Christian Reformed Church in Grand Rapids, Michigan, U.S., November 3, 2020. REUTERS/Shannon Stapleton

A woman casts her ballot in the 2020 U.S. presidential election at the LaGrave Christian Reformed Church in Grand Rapids, Michigan, U.S., November 3, 2020. REUTERS/Shannon Stapleton

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო იძიებს ავტომატურ სატელეფონო ზარებს, რომლებითაც ამერიკელებს არჩევნების დღეს შინ დარჩენისკენ მოუწოდებენ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

კერძოდ, გამოძიება მიმდინარეობს ავტომატური სატელეფონო ზარების ორ კამპანიასთან დაკავშირებით, რომელთა წარმომავლობა და მოტივი დაუდგენელია.

„გამარჯობა. ეს საცდელი ზარია. სახლში დარჩენის დროა. იყავით უსაფრთხო და დარჩით სახლში“, – ასეთია ზარის შინაარსი.

არსებული ინფორმაციით, ავტომატური სატელეფონო ზარი არჩევნების დღეს ათობით ათასმა ადამიანმა მიიღო.

მსგავსი