აშშ-ის გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარე - არასდროს მინახავს, რომ ამ სიდიდის არმია 11 დღეში ჩამოშლილიყო, მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, ავღანეთი დაეცვათ
აშშ-ის გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარე - არასდროს მინახავს, რომ ამ სიდიდის არმია 11 დღეში ჩამოშლილიყო, მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, ავღანეთი დაეცვათ

არასდროს მინახავს, რომ ამ სიდიდის არმია 11 დღეში ჩამოშლილიყო, – ამის შესახებ აშშ-ის გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარემ, გენერალმა მარკ მილიმ​ პენტაგონის ხელმძღვანელ ლოიდ ოსტინთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მილის თქმით, ავღანეთის არმიას ჰქონდა გავლილი ტრენინგები და ჰქონდა შესაძლებლობა, დაეცვა ქვეყანა, თუმცა მათ ამის „ნება და ლიდერობა“ არ გამოიჩინეს.

„არც მე და არც სხვა ვინმეს, არასდროს უნახავს, რომ ამ სიდიდის არმია 11 დღეში ჩამოშლილიყო“, – განაცხადა ამერიკელმა გენერალმა.

პრესკონფერენციაზე მან ასევე ისაუბრა აშშ-ის მოქალაქეების ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესზე. მისი თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტი მუშაობს „თალიბანთან“, რათა უზრუნველყოს ყველა ამერიკელის უსაფრთხო გადაყვანა ქაბულის აეროპორტში.

„ჩვენ გვაქვს სხვა შესაძლებლობებიც, რისი გაკეთებაც შეგვიძლია“, – განაცხადა ამერიკელმა გენერალმა.