აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ერთ-ერთ ბერძნულ იურიდიულ ფირმას სანქციები დაუწესა
აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ერთ-ერთ ბერძნულ იურიდიულ ფირმას სანქციები დაუწესა.
უწყების ცნობით, ფირმა მრავალი წლის განმავლობაში ირანის საზღვაო გადაზიდვების სექტორს ეხმარებოდა.
ამასთან, აშშ-ის ფინანსური დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის ქსელი ასევე ერთ-ერთ ბერძნულ ბანკს დოკუმენტებისა და ინფორმაციის წარდგენას ავალდებულებს. უწყება ინფორმაციას ითხოვს კიდევ ექვსი ევროპული ბანკისგან. დოკუმენტები აღნიშნული ბანკების ურთიერთობებს უნდა მოიცავდეს იმ ირანულ ფინანსურ დაწესებულებებთან, რომლებზეც აშშ-ის სანქციები უკვე მოქმედებს.
ცნობისთვის, ოქტომბრის დასაწყისში ვაშინგტონმა გააფრთხილა უცხოური ფინანსური დაწესებულებები, რომლებიც ირანთან ან მის ფინანსურ სექტორთან თანამშრომლობას განაგრძობენ.