აშშ-ის ფინანსთა მინისტრი – დარწმუნებული ვარ, ევროპელი ლიდერები გრენლანდიასთან დაკავშირებით სიტუაციის ესკალაციას არ მოახდენენ, საბოლოოდ ყველასთვის ძალიან კარგი შედეგი იქნება

13:19, 20.01.2026

აშშ-ის ფინანსთა მინისტრის, სკოტ ბესენტის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ აშშ-ის და ევროპის ლიდერები გრენლანდიასთან დაკავშირებით ყველასთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებენ.

„დარწმუნებული ვარ, რომ ევროპელი ლიდერები სიტუაციის ესკალაციას არ მოახდენენ და საბოლოოდ ყველასთვის ძალიან კარგი შედეგი იქნება“, – განაცხადა ბესენტმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ჟურნალისტებთან საუბრისას.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დავოსში დღეს გაემგზავრება. ტრამპის თქმით, გრენლანდიასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა თუ ვერ მოხერხდება, ის ევროპის ქვეყნებს 100%-იან ტარიფებს დაუწესებს.

მსგავსი