აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ USAID-ის, სულ მცირე, 2 200 თანამშრომლის ადმინისტრაციულ შვებულებაში გაშვების გადაწყვეტილება შეაჩერა

11:09, 08.02.2025
A USAID and American flag fly before Congressional Democrats hold news conference outside of United States Agency for International Development (USAID) headquarters in Washington, DC, on February 3, 2025. US Secretary of State Marco Rubio said Monday he had been put in charge of the US aid agency, saying he would stop its "insubordination" to President Donald Trump's agenda. After Trump's billionaire friend and advisor Elon Musk vowed to destroy the US Agency for International Development (USAID), whose website went dark over the weekend, Rubio confirmed he and the State Department had assumed control of the autonomous body. (Photo by Mandel NGAN / AFP) (Photo by MANDEL NGAN/AFP via Getty Images)

აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ USAID-ის, სულ მცირე, 2 200 თანამშრომლის ადმინისტრაციულ შვებულებაში გაშვების გადაწყვეტილება შეაჩერა.

სასამართლომ ასევე მოითხოვა შვებულებაში უკვე გაშვებული 500 სხვა თანამშრომლის 15 თებერვლამდე აღდგენა.

საოლქო მოსამართლის, კარლ ნიკოლსის დადგენილებაში ასევე ნათქვამია, რომ 15 თებერვლამდე USAID-ის არცერთი თანამშრომლის ევაკუაცია არ უნდა მოხდეს იმ ქვეყნებიდან, სადაც ისინი მუშაობენ. მოსამართლემ ასევე დაავალა მთავრობას, უზრუნველყოს ამ პერიოდში სააგენტოს თანამშრომლების სრული წვდომა ელექტრონულ ფოსტაზე, გადახდებსა და უსაფრთხოების შეტყობინების სისტემებზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლომ მას შემდეგ მიიღო, რაც 6 თებერვალს USAID-ის თანამშრომლების წარმომადგენელმა ორმა პროფკავშირმა სასამართლოში სარჩელი წარადგინა.

USAID-ის საქმეზე მოსმენა მოსამართლემ 12 თებერვალს ჩანიშნა.

მოსამართლის განკარგულებაში ხაზგასმულია გამოუსწორებელი ზიანი, რომელიც მიადგება USAID-ის თანამშრომლებს, თუ მათ უფლებამოსილებას შეუჩერებენ თავდაპირველი შეტყობინების მიხედვით, განსაკუთრებით იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომლებშიც მათი ნაწილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობს.

„USAID-ის ბევრი თანამშრომელი მუშაობს მაღალი რისკის გარემოში, სადაც უსაფრთხოების რესურსებამდე წვდომა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ვერანაირი მომავალი სასამართლო პროცესი ვერ აანაზღაურებს იმ ფიზიკურ ზიანს, რომელიც შეიძლება მოჰყვეს, თუ USAID-ის თანამშრომლები არ იქნებიან ინფორმირებული დაუყოვნებლივი საფრთხეების შესახებ, რომლებიც ჩნდება მათი განთავსების ქვეყნებში შეერთებული შტატებისადმი მათი მსახურების დროს“, – ნათქვამია მოსამართლის დადგენილებაში.

მსგავსი