აშშ-ის ფედერალურმა ხელისუფლებამ ლოს ანჯელესში ეროვნული გვარდიის კიდევ 2 000 წევრის განთავსების გადაწყვეტილება მიიღო
აშშ-ის ფედერალურმა ხელისუფლებამ ლოს ანჯელესში ეროვნული გვარდიის კიდევ 2 000 წევრის განთავსების გადაწყვეტილება მიიღო

აშშ-ის ფედერალურმა ხელისუფლებამ ლოს ანჯელესში დამატებით ეროვნული გვარდიის კიდევ  2000 წევრის განთავსების გადაწყვეტილება მიიღო, რითიც კალიფორნიაში მობილიზებული გვარდიის წევრთა ოდენობა 4 000-მდე გაიზრდება. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, ლოს ანჯელესში გადაიყვანეს 700-მდე საზღვაო ქვეითიც, რომელთაც შესაბამისი წვრთნები აქვთ გავლილი დეესკალაციაში, ხალხის მასების გაკონტროლებასა და ძალის გამოყენების ნორმებში.

როგორც მედია წერს, საზღვაო ქვეითები აღჭურვილი იქნებიან იმავე იარაღით, რასაც სტანდარტულად ატარებენ.