აშშ-ის ფედერალური კომუნიკაციების კომისიაში აცხადებენ, რომ ტელეწამყვან ჯიმი კიმელს ჩარლი კირკის მკვლელობასთან დაკავშირებით ამერიკელი საზოგადოება შეცდომაში მიზანმიმართულად შეჰყავდა
აშშ-ის ფედერალური კომუნიკაციების კომისიაში აცხადებენ, რომ ტელეკომპანია ABC-ს წამყვანს, ჯიმი კიმელს კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობასთან დაკავშირებით ამერიკელი საზოგადოება შეცდომაში მიზანმიმართულად შეჰყავდა.
კომისიის თავმჯდომარის, ბრენდან კარის თქმით, ღამის შოუს წამყვანის კომენტარები ხუმრობა არ ყოფილა.
„ეს ხუმრობა არ ყოფილა. როგორც ჩანს, განცხადება ამერიკელი საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანას ისახავდა მიზნად იმ ფაქტის შესახებ, რომელიც ბოლო დროის ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკური მოვლენას უკავშირდებოდა. ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ მკვლელობას, რაც კი ოდესმე გვინახავს“, – აღნიშნა ბრენდან კარმა.
ცნობისთვის, ტელეკომპანია ABC-მ ჯიმი კიმელის ღამის შოუ წამყვანის მიერ კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობაზე გაკეთებული განცხადების გამო საეთერო ბადიდან მოხსნა.