აშშ-ის „F-35“-ის ტიპის გამანადგურებელმა ახლო აღმოსავლეთში მდებარე აშშ-ის საჰაერო ბაზაზე ავარიული დაშვება განახორციელა მას შემდეგ, რაც, სავარაუდოდ, ირანიდან ცეცხლი გაუხსნეს
აშშ-ის „F-35“-ის ტიპის გამანადგურებელმა ახლო აღმოსავლეთში მდებარე აშშ-ის საჰაერო ბაზაზე ავარიული დაშვება განახორციელა მას შემდეგ, რაც, სავარაუდოდ, ირანიდან ცეცხლი გაუხსნეს

აშშ-ის „F-35“-ის ტიპის გამანადგურებელმა ახლო აღმოსავლეთში მდებარე აშშ-ის საჰაერო ბაზაზე ავარიული დაშვება განახორციელა მას შემდეგ, რაც, სავარაუდოდ, ირანიდან ცეცხლი გაუხსნეს.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის წარმომადგენელმა, კაპიტანმა ტიმ ჰოკინსმა განაცხადა, რომ მეხუთე თაობის სტელს-რეაქტიული თვითმფრინავი „ირანის თავზე საბრძოლო მისიას ასრულებდა“, როდესაც იძულებული გახდა, საგანგებო დაშვება განხორციელებულიყო.

ჰოკინსის თქმით, თვითმფრინავი უსაფრთხოდ დაეშვა და ინციდენტის გამოძიება მიმდინარეობს.

სიენენის“ თანახმად, ეს ინციდენტი თებერვლის ბოლოს დაწყებული ომის განმავლობაში ირანის მიერ აშშ-ის თვითმფრინავზე დარტყმის პირველი შემთხვევა იქნება.

კონფლიქტში როგორც აშშ, ასევე ისრაელი F-35-ებს იყენებენ; თვითმფრინავის ღირებულება 100 მილიონ დოლარზე მეტია.