აშშ-ის ევროპულმა სარდლობამ ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატის და რუსული ავიაგამანადგურებლების კონტაქტის ამსახველი ვიდეომასალა გამოაქვეყნა

აშშ-ის ევროპულმა სარდლობამ შავი ზღვის საჰაერო სივრცეში ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატის და რუსული ავიაგამანადგურებლების კონტაქტის ამსახველი ვიდეომასალა გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, როგორ ცდილობენ რუსული სამხედრო თვითმფრინავები ამერიკული აპარატის ჩამოგდებას.

ვიდეომასალა ასახავს კრიტიკულ მომენტებს, რომელიც პენტაგონის ინფორმაციით, 30-40 წუთი გაგრძელდა.

კადრებში ჩანს, როგორ ასხამენ საწვავს რუსული ავიაგამანადგურებლები ამერიკულ უპილოტო თვითმფრინავს. აშშ-ის ევროპული სარდლობის ინფორმაციით, ამის შემდეგ უპილოტო აპარატიდან მიღებული ვიდეო იშლება, როდესაც რუსული გამანადგურებელი აპარატს ეჯახება და მის პროპელერს აზიანებს.