აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერი – მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, გამოიჩინონ გამბედაობა და არ გააუქმონ პრეზიდენტის ვეტო
აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერი ედრიენ უოტსონი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე ვეტოს დადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„მიხარია, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იცავს საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს უცხოური აგენტების კანონზე ვეტოს დადების გზით. ჩვენ მოვუწოდებთ პარლამენტის წევრებს, გამოიჩინონ იგივე გამბედაობა და არ გააუქმონ მისი ვეტო“, – წერს ედრიენ უოტსონი.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტო დაადო.
Glad to see President Zourabichvili standing up for Georgia’s EuroAtlantic future by vetoing the foreign agents’ law. We urge members of parliament show the same courage by not overturning her veto.
— Adrienne Watson (@NSC_Spox) May 18, 2024