აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერი - ისრაელის უსაფრთხოებისადმი ჩვენი მხარდაჭერა არის ურყევი ირანის მიერ მხარდაჭერილი ყველა საფრთხის წინააღმდეგ, მათ შორის, „ჰეზბოლასი“
აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერი ედრიენ უოტსონი აცხადებს, რომ გოლანის მაღლობებზე განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებელი არის „ჰეზბოლა“. ამის შესახებ უოტსონის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„ეს მათი რაკეტა იყო და მათი კონტროლირებადი ტერიტორიიდან იყო გაშვებული. „ჰეზბოლამ“ ისრაელზე თავდასხმა 8 ოქტომბერს დაიწყო, რითიც სოლიდარობა გამოუცხადა „ჰამასს“, ირანის მიერ მხარდაჭერილ კიდევ ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას. ისრაელის უსაფრთხოებისადმი ჩვენი მხარდაჭერა არის ძლიერი და ურყევი ირანის მიერ მხარდაჭერილი ყველა საფრთხის წინააღმდეგ, მათ შორის, „ჰეზბოლასი“, – ნათქვამია განცხადებაში.
უოტსონის თქმით, თეთრი სახლი ასევე მუშაობს ლურჯი ხაზის დიპლომატიურ გადაწყვეტაზე, რომელიც ამ თავდასხმებს ერთხელ და სამუდამოდ დაასრულებს.