აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო საუბრობს ჰაკერულ მეთოდებზე, რომლებსაც რუსეთი იყენებს
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო საუბრობს ჰაკერულ მეთოდებზე, რომლებსაც რუსეთი იყენებს

ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოების სამსახურმა „უხეში ძალის“ (Brute force) ის მეთოდები გაამჟღავნა, რაც მისი თქმით, რუსულმა სამხედრო დაზვერვამ ასობით სამთავრობო უწყების, ენერგოკომპანიის თუ სხვა ორგანიზაციების დაცულ სერვერებზე შესაღწევად გამოიყენა.

ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს (NSA) მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტი აღწერს რუსულ სამხედრო დაზვერვასთან დაკავშირებული პირების კიბერშეტევებს, მათ შორის აშშ-ის 2016 და 2020 წლების საპრეზიდენტო არჩევნების ჩაშლის მცდელობების მიმართულებით.

ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს კიბერუსაფრთხოების დირექტორის რობ ჯოისის განცხადებით, აღნიშნული კამპანია სავარაუდოდ გლობალური მასშტაბით მიმდინარეობდა.

ე.წ. უხეში ძალის შეტევები (Brute force attacks) გულისხმობს კონკრეტულ საიტებზე მრავალი პოტენციური პაროლის ერთიანად მიმართვას, ვიდრე ჰაკერები არ შეაღწევენ. გამოქვეყნებული დოკუმენტი მოუწოდებს კომპანიებს, მიიღონ მეთოდები, რასაც სფეროს ექსპერტები დიდი ხანია, ითხოვენ, მათ შორისაა „კიბერჰიგიენის“ დაცვა, მრავალფაქტორიანი ავტორიზაციის გამოყენება და ძლიერი პაროლების შექმნა.

სამთავრობო და სხვა ტიპის საკვანძო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების ტალღის კონკრეტულ მიზანზე დოკუმენტში არაფერია ნათქვამი და მხოლოდ იმაზეა მითითება, რომ ჰაკერებმა მიზანში ამოიღეს მსოფლიოში ასობით ორგანიზაცია.