აშშ-ის ეროვნული კონტრტერორიზმის ცენტრის დირექტორმა თანამდებობა დატოვა - „სუფთა სინდისით ვერ დავუჭერ მხარს ირანში მიმდინარე ომს“
აშშ-ის ეროვნული კონტრტერორიზმის ცენტრის დირექტორმა თანამდებობა დატოვა - „სუფთა სინდისით ვერ დავუჭერ მხარს ირანში მიმდინარე ომს“

აშშ-ის ეროვნული კონტრტერორიზმის ცენტრის დირექტორმა, ჯო კენტმა თანამდებობა დატოვა და განაცხადა, რომ „სუფთა სინდისით ვერ დაუჭერს მხარს ირანში მიმდინარე ომს“.

კენტი გასულ წელს სენატმა დაამტკიცა ამ თანამდებობაზე, როგორც დონალდ ტრამპის კანდიდატი.

გადადგომის წერილში იგი პირდაპირ მიმართავს შეერთებული შტატების პრეზიდენტს: „ირანი ჩვენი ქვეყნისთვის უშუალო საფრთხეს არ წარმოადგენდა. აშკარაა, რომ ეს ომი ისრაელის და მისი მხარდამჭერი ამერიკული წრეების ზეწოლით დაიწყო. მე მხარს ვუჭერ იმ ღირებულებებსა და საგარეო პოლიტიკას, რომლისთვისაც თქვენ 2016, 2020 და 2024 წლებში იბრძოდით და რომელიც თქვენი პირველი ვადის განმავლობაში განახორციელეთ“.

კენტმა შეერთებული შტატების პრეზიდენტს გაახსენა წინა წლების განმავლობაში მისი პოზიცია, რომ „ახლო აღმოსავლეთის ომი ხაფანგია, რომელიც ამერიკას პატრიოტების სიცოცხლეს ართმევს“.