აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი – პრეზიდენტო ტრამპ, მადლობა ურყევი ლიდერობისთვის, ზელენსკი წლებია, ცდილობს აშშ-ს რუსეთთან ბირთვულ ომში და მესამე მსოფლიო ომში ჩათრევას

14:17, 01.03.2025
UNITED STATES - JANUARY 30: Tulsi Gabbard, President Donald Trump’s nominee to be Director of National Intelligence, testifies during her Senate Select Intelligence Committee confirmation hearing in Dirksen building on Thursday, January 30, 2025. (Tom Williams/CQ Roll Call)

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ტალსი გაბარდი აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი წლებია, ცდილობს აშშ-ს რუსეთთან ბირთვულ ომში ჩათრევას. ამის შესახებ გაბარდმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა. ის გამოეხმაურა, დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვიერ დაპირისპირებას თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში.

„პრეზიდენტო დონალდ ტრამპ, მადლობა თქვენი ურყევი ლიდერობისთვის ამერიკელი ხალხის ინტერების და მშვიდობის დასაცავად. რაც თქვენ თქვით, აბსოლუტური სიმართლეა: ზელენსკი წლებია, ცდილობს აშშ-ს რუსეთთან ბირთვულ ომში და მესამე მსოფლიო ომში ჩათრევას და არავის მოუწოდებია მისთვის ეს. მადლობა, ვიცე-პრეზიდენტო ვენს დიპლომატიის აუცილებლობისთვის ასე მტკიცე და ძლიერი საუბრისთვის“, – წერს აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი.

მსგავსი