აშშ-ის ენერგეტიკის მდივანი კრის რაითი აცხადებს, რომ სლოვაკეთმა და უნგრეთმა რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება უნდა შეამცირონ 

16:44, 12.09.2025
Chris Wright, U.S. President-elect Donald Trump’s nominee to be secretary of energy, testifies during a Senate Energy and Natural Resources Committee confirmation hearing on Capitol Hill in Washington, U.S., January 15, 2025. REUTERS/Elizabeth Frantz

Chris Wright, U.S. President-elect Donald Trump’s nominee to be secretary of energy, testifies during a Senate Energy and Natural Resources Committee confirmation hearing on Capitol Hill in Washington, U.S., January 15, 2025. REUTERS/Elizabeth Frantz

აშშ-ის ენერგეტიკის მდივანი კრის რაითი აცხადებს, რომ სლოვაკეთმა და უნგრეთმა რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება უნდა შეამცირონ.

რაითი ბრიუსელში მაღალჩინოსონებს ხვდებოდა, სადაც ამერიკიდან თხევადი გაზის იმპორტის გაზრდისა და რუსეთის წინააღმდეგ ომის დაფინანსების შეჩერების საკითხზე ისაუბრა.

ამერიკის ენერგეტიკის მდივანმა შეხვედრაზე მყოფ პირებს განუცხადა, რომ ევროპისთვის უმჯობესია, ენერგორესურსები საკუთარი მეგობრებისგან მიიღოს.

ჟურნალისტის კითხვაზე, უნდა დაასრულონ თუ არა ენერგორესურსების რუსეთისგან ყიდვა ისეთმა ქვეყნებმა, როგორებიც არიან უნგრეთი და სლოვაკეთი, რაითმა დადებითად უპასუხა.

“ჩვენ გვსურს, რომ ჩავანაცვლოთ რუსული გაზი. პრეზიდენტი ტრამპს, ამერიკას და ევროკავშირის ყველა ქვეყანას სურს, რომ რუსეთ-უკრაინის ომი დასრულდეს. რაც უფრო მეტად ჩავახშობთ რუსეთის უნარს, რომ აწარმოოს სისხლიანი ომი, მით უკეთესი ყველასთვის. ასე რომ, თქვენს კითხვაზე პასუხი აბსოლუტურად ასეთია“, – აღნიშნა რაითმა

რაითმა ევროპის ქვეყნებს მოუწოდა, რუსული ბირთვული ენერგიის ალტერნატივის პოვნაზე იმუშაონ.

„ჩვენ გვსურს, რომ ბირთვული ტექნოლოგია შეერთებული შტატებიდან ან თავად ევროკავშირის შიგნიდან მოდიოდეს“, – აღნიშნა ენერგეტიკის მდივანმა.

მსგავსი