აშშ-ის ენერგეტიკის მდივანი - აშშ-ის ბირთვული იარაღის გამოცდა ამ ეტაპზე არ გულისხმობს ბირთვულ აფეთქებებს
აშშ-ის ენერგეტიკის მდივანი - აშშ-ის ბირთვული იარაღის გამოცდა ამ ეტაპზე არ გულისხმობს ბირთვულ აფეთქებებს

აშშ-ის ბირთვული იარაღის გამოცდა ამ ეტაპზე არ გულისხმობს ბირთვულ აფეთქებებს, – ამის შესახებ აშშ-ის ენერგეტიკის მდივანი, კრის რაითი აცხადებს.

„ვფიქრობ, რომ გამოცდები, რომლებზეც ახლა ვსაუბრობთ, სისტემური გამოცდებია, ეს არ არის ბირთვული აფეთქებები. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ არაკრიტიკულ აფეთქებებს“,- განაცხადა რაითმა.

აშშ-ის ენერგეტიკის მდივნის განმარტებით, გამოცდა მოიცავს ბირთვული იარაღის ყველა სხვა კომპონენტს, რათა დარწმუნდნენ, რომ ისინი ფუნქციონირებენ და შეუძლიათ ბირთვული აფეთქების გამოწვევა.

რაითის თქმით, გამოცდა ჩაუტარდება ახალ სისტემებს, რათა უზრუნველყონ, რომ ეს ბირთვული იარაღი წინაზე უკეთესი იყოს.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პენტაგონს მისცა დავალება, „დაუყოვნებლივ დაიწყოს შეერთებული შტატების ბირთვული იარაღის გამოცდა“.