აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი მყინვარწვერზე ავიდა

13:23, 28.07.2019

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი მყინვარწვერზე ავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

„მისია შესრულებულია! ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი მყინვარწვერზე ავიდა.
მადლობას ვუხდით ყველას შესანიშნავი რჩევებისთვის ყაზბეგის შესახებ. კიდევ მოგვწერეთ“, – წერს აშშ-ის საელჩო „ფეისბუქზე“.

მსგავსი