აშშ-ის დემოკრატი სენატორის საკანონმდებლო ინიციატივით, უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, რუსეთს მასშტაბური სანქციები დაუწესდება
აშშ-ის დემოკრატი სენატორის საკანონმდებლო ინიციატივით, უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, რუსეთს მასშტაბური სანქციები დაუწესდება

აშშ-ის დემოკრატი სენატორის, ბობ მენენდესის საკანონმდებლო ინიციატივით, უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, რუსეთს მასშტაბური სანქციები დაუწესდება.

ამერიკელი სენატორის ინიციატივა რუსეთის ოფიციალური პირების, გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის, მთავარი საფინანსო ინსტიტუტების, სუვერენული ვალის გარიგებების ოპერაციების და სხვა არაერთი მიმართულების სანქცირებას ითვალისწინებს.

მენენდესის ინიციატივა წარმოადგენს ცვლილებას ქვეყნის „ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში“, რომელსაც სენატი კენჭს უყრის უახლოეს მომავალში. ცვლილება ასევე ითვალისწინებს სანქციების დაწესებას რუსული ბანკების, სახელმწიფო საწარმოებისა და ნავთობის, გაზისა და მინერალური სექტორების მიმართ.

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი აშშ-ის სენატს ბობ მენენდესის ინიციატივის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.