აშშ-ის დელეგაციას დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სახაზინო მდივანი უხელმძღვანელებს
აშშ-ის დელეგაციას დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სახაზინო მდივანი უხელმძღვანელებს

აშშ-ის დელეგაციას დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სახაზინო მდივანი სტივენ მნუჩინი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, სტივენ მნუჩინი დავოსში მცირერიცხოვან დელეგაციას უხელმძღვანელებს.

მანამდე, სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაწერა, რომ შვეიცარიაში ვიზიტი გააუქმა. მიზეზად საზღვრის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დემოკრატებთან უთანხმოება დაასახელა, რის გამოც აშშ-ის ბიუჯეტი დღემდე დამტკიცებული არ არის. დონალდ ტრამპი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის წევრებს ბოდიშს უხდის.

საზღვარზე კედლის მშენებლობის დაფინანსებასთან დაკავშირებული უთანხმოების გამო, აშშ-ის ფედერალური მთავრობის მუშაობა 22 დეკემბრის შემდეგ ნაწილობრივ შეჩერებულია.