აშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მთაწმინდის პარკიდან ფოიერვერკებს გაუშვებენ, თბილისის ანძა კი, ამერიკის დროშის ფერებში განათდება
აშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მთაწმინდის პარკიდან ფოიერვერკებს გაუშვებენ, თბილისის ანძა კი, ამერიკის დროშის ფერებში განათდება

აშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მთაწმინდის პარკიდან ფოიერვერკებს გაუშვებენ, თბილისის ანძა კი, ამერიკის დროშის ფერებში განათდება. ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არის აღნიშნული.

„რთული წარმოსადგენია აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე ფოიერვერკების გარეშე, ეს ორასზე მეტი წლის ტრადიციაა. ხვალ 4 ივლისია და ჩვენი დამოუკიდებლობის 244-ე წლისთავის აღსანიშნავად 22:00 საათზე მთაწმინდის პარკიდან ფოიერვერკებს გავუშვებთ.

გვსურს, მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მთავრობას, რომ გვიერთდება ამ ზეიმში და თბილისის ანძას ამერიკის დროშის ფერებში აანთებს“, – აცხადებენ საელჩოში.