აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი მოქალაქეებს მადლიერების დღეს მოგზაურობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი მოქალაქეებს მადლიერების დღეს მოგზაურობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი მოქალაქეებს მადლიერების დღეს მოგზაურობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას “ბიბისი” ავრცელებს. როგორც ცენტრში განაცხადეს, აშშ-ში ბოლო ერთ კვირაში კორონავიურისის მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

„მადლიერების დღე ერთ კვირაშია. მოვუწოდებთ მოქალაქეებს, ქვეყნის შიგნით გადაადგილება შეზღუდონ, რათა ვირუსის გავრცელება შეჩერდეს“ – განაცხადეს აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრში.

აღსანიშნავია, რომ ცენტრის მოწოდება რეკომენდაციის ხასიათს ატარებს და მისი შესრულება სავალდებულო არ არის.

ამჟამად აშშ-ში აღრიცხულია კორონავირუსის 11,6 მილიონი შემთხვევა. გარდაიცვალა 250 000-ზე მეტი კოვიდინფიცირებული.

მიუხედავად ამისა, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ქვეყნის შიგნით საყოველთაო კარანტინის გამოცხადების წინააღმდეგია.