აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ბუსტერდოზებთან დაკავშირებით რეკომენდაციები გაამკაცრა
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ბუსტერდოზებთან დაკავშირებით რეკომენდაციები გაამკაცრა

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ე.წ. ბუსტერდოზებთან დაკავშირებით რეკომენდაციები გაამკაცრა. განახლებული რეკომენდაციების თანახმად, აშშ-ში ყველა ზრდასრულმა „უნდა“ გაიკეთოს ვაქცინის დამატებითი დოზა. მანამდე, უწყების რეკომენდაციის თანახმად, ყველა ზრდასრულს „შეეძლო“ ბუსტერდოზის გაკეთება.

„ბოლო დროს „ომიკრონ“ ვარიანტის გამოჩენამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ვაქცინაციის, ბუსტერდოზებისა და პრევენციული ძალისხმევის მნიშვნელობას,“ – განაცხადა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორმა, ექიმმა როშელ ვალენსკიმ.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სპეციალური მიმართვა გავრცელა, რომელშიც მოსახლეობას პირბადეების ტარებისკენ და ბუსტერდოზების გაკეთებისკენ მოუწოდა. ჯო ბაიდენის განცხადებით, „კოვიდ-19“-ის ახალი ვარიანტი არის შეშფოთების, თუმცა არა პანიკის მიზეზი.