აშშ-ის და ირანის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი პაკისტანში 11 ივლისს გაიმართება
აშშ-ის და ირანის მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდს პაკისტანი 11 ივლისს უმასპინძლებს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ალ-არაბია“ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების ცნობით, მოლაპარაკებების მომავალ რაუნდზე განიხილავენ სამ მთავარ საკითხს: აშშ-ის მიერ თეირანისთვის დაწესებულ სანქციებს, ირანის გაყინულ აქტივებს და ირანის ბირთვულ პროგრამას.
მოლაპარაკებებში ირანის დელეგაციის წარმომადგენლობა ჯერ არ არის გადაწყვეტილი და საბოლოო გადაწყვეტილება ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.