აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ავღანეთი ყველა ამერიკელმა სამხედრომ დატოვა
ავღანეთი ყველა ამერიკელმა სამხედრომ დატოვა. ამგვარად, ავღანეთში აშშ-ის 20-წლიანი მისია დასრულდა. როგორც „ეიბისი ნიუსი“ იტყობინება, ამის შესახებ ფლორიდაში მაკდილის სამხედრო ბაზაზე აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ხელმძღვანელმა, გენერალმა ფრანკ მაკკენზიმ განაცხადა.
გენერალ მაკკენზის თქმით, სამხედროების გაყვანა დასრულებულია და ბოლო ამერიკულმა სამხედრო თვითმფრინავმა ავღანეთის საჰაერო სივრცე დატოვა.
14 აგვისტოს შემდეგ, აშშ-მა ავღანეთიდან სულ 122 ათასამდე ადამიანი გაიყვანა, მათგან აშშ-ის ექვსი ათასი მოქალაქე იყო.