აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, კუნძულ ხარგზე იერიში მიიტანეს 90-ზე მეტ სამხედრო ობიექტზე
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, კუნძულ ხარგზე იერიში მიიტანეს 90-ზე მეტ სამხედრო ობიექტზე

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, კუნძულზე ხარგზე 90-ზე მეტ სამხედრო ობიექტზე მიიტანეს იერიში.

ამის შესახებ განცხადება ცენტრალურმა სარდლობამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„გასულ ღამეს აშშ-ის ძალებმა ირანში, კუნძულ ხარგზე მასშტაბური, ზუსტი დარტყმა განახორციელეს. დარტყმის შედეგად განადგურდა საზღვაო ნაღმების საწყობები, რაკეტების საწყობი, ბუნკერები და სხვა მრავალი სამხედრო ობიექტი. აშშ-ის ძალებმა წარმატებით მიიტანეს იერიში კუნძულზე მდებარე 90-ზე მეტ ირანულ სამხედრო სამიზნეზე, სანავთობე ინფრასტრუქტურის შენარჩუნების პარალელურად“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამერიკულმა ძალებმა იერიში მიიტანეს კუნძულ ხარგზე, სადაც ირანის ნავთობის მსხვილი ტერმინალია განთავსებული. დონალდ ტრამპი დარტყმას აღწერს, როგორც ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ დაბომბვას.