აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ირანზე ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში იერიშების მეორე ტალღა დაიწყო

00:31, 16.07.2026

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ირანზე ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში იერიშების მეორე ტალღა დაიწყო.

ცენტრალურ სარდლობაში განმარტავენ, რომ დარტყმები მიმართულია ირანის იმ სამხედრო შესაძლებლობების წინააღმდეგ, რომლებიც ჰორმუზის სრუტეში თავისუფლად მოძრავ გემებს საფრთხეს უქმნის.

ჰორმუზის სრუტე საერთაშორისო საზღვაო გზაა, რომელსაც გლობალური ვაჭრობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. უმაღლესი მთავარსარდლის მითითებით, აშშ-ის სამხედროები ირანს პასუხისმგებლობას აკისრებენ“, – აღნიშნულია ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.

ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის იერიშების სამიზნე, მედიის ცნობით, კუნძულ დიდ ტუნბზე განთავსებული სანაპირო თავდაცვის სისტემები, ასევე ფრთოსანი რაკეტების საცავები და გამშვები დანადგარები გახდა.

 

მსგავსი