აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, აშშ-ის ძალებმა სამ ირანულ ტანკერზე იერიში მიიტანეს

19:15, 05.09.2026

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, აშშ-ის ძალებმა სამ ირანულ ტანკერზე იერიში მიიტანეს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-მა ტანკერებზე იერიში მას შემდეგ მიიტანეს, რაც „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ აშშ-ის საზღვაო ძალების ორ სამხედრო გემზე მიიტანა იერიში.

მათივე ცნობით, ირანის თავდასხმის დროს ამერიკელი პერსონალი არ დაშავებულა.

„აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ძალებმა 5 სექტემბერს სამ ირანულ ნავთობმზიდს დაარტყეს, მას შემდეგ, რაც „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ ბალისტიკური რაკეტები გაუსვა აშშ-ის საზღვაო ძალების ორი სამხედრო გემის მიმართულებით, რომლებიც რეგიონულ წყლებში პატრულირებდნენ. აშშ-ის ავიამზიდმა და მართვადი რაკეტების გამანადგურებელმა წარმატებით აიცილეს თავიდან ირანის არაერთი არაპროვოცირებული თავდასხმა. ამერიკელი პერსონალი არ დაშავებულა“, – ნათქვამია განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, აშშ-ის ძალებმა, კუნძულ ხარკთან ახლოს ორ ირანულ ნავთბმზიდს დაარტყეს, ამასთან, მათ მთლიანად გაანადგურეს კიდევ ერთი დაუტვირთავი ნავთობმზიდი ომანის ყურეში.

ცენტრალური სარდლობის განცხადებით, სამივე ტანკერი ირანის „ჩრდლოვანი ფლოტის“ ნაწილი იყო, რომელიც ირანის გუშაგთა კორპუსს აფინანსებს.

მსგავსი