აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, იორდანიაში ორი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა, ერთი კი დაკარგულად ითვლება, არიან დაშავებულებიც

21:32, 18.07.2026

იორდანიაში ორი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა, ხოლო ერთი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს.

„17 ივლისს იორდანიაში აშშ-ის ორი სამხედრო მოსამსახურე საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა, როდესაც აშშ-ის ცენტრალური სარდლობისა და პარტნიორი ძალები ირანის მიერ ბალისტიკური რაკეტებისა და დრონების გამოყენებით განხორციელებულ თავდასხმებს იგერიებდნენ. გარდა ამისა, ერთი სამხედრო ამ დროისთვის უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება“,  – აღნიშნულია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, კიდევ ოთხი ამერიკელი სამხედრო სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით იორდანიის საავადმყოფოებში გადაიყვანეს, თუმცა უკვე დაასრულეს მკურნალობა და საავადმყოფოდან გაწერეს. ამასთან, რამდენიმე სხვა სამხედრო მსუბუქად დაშავდა და სამსახურს უკვე დაუბრუნდა.

რაც შეეხება დაღუპულ სამხედროებს, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, მათ ვინაობას არ გაასაჯაროებენ, ვიდრე ოჯახის წევრები ოფიციალურად არ იქნებიან ინფორმირებული. ამის შემდეგ მათი ვინაობა არანაკლებ 24 საათში გახდება ცნობილი.

მსგავსი