აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, ჰორმუზის სრუტესთან, ირანულ პოზიციებზე იერიში მიიტანეს
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, ჰორმუზის სრუტესთან, ირანულ პოზიციებზე იერიში მიიტანეს.
როგორც ცენტრალური სარდლობის განცხადებაშია აღნიშნული, ჰორმუზის სრუტის გასწვრივ ირანელებს ფრთოსანი რაკეტები ჰქონდათ განლაგებული, რაც საერთაშორისო ნაოსნობას ხელს უშლიდა.
„რამდენიმე საათის წინ ამერიკელმა სამხედროებმა წარმატებით გამოიყენეს რამდენიმე 5 000-ფუნტიანი ჭურვი, გაანადგურეს ირანული სარაკეტო პოზიციები ჰორმუზის სრუტის ირანული სანაპიროს გასწვრივ. ამ პოზიციაზე განლაგებული ირანული ფრთოსანი რაკეტები საფრთხეს უქმნიდა სრუტეში საერთაშორისო ნაოსნობას“, – ნათქვამია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.
Hours ago, U.S. forces successfully employed multiple 5,000-pound deep penetrator munitions on hardened Iranian missile sites along Iran’s coastline near the Strait of Hormuz. The Iranian anti-ship cruise missiles in these sites posed a risk to international shipping in the… pic.twitter.com/hgCSFH0cqO
— U.S. Central Command (@CENTCOM) March 17, 2026