აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, ბაბ-ელ-მანდების სრუტეში ნორვეგიულ კომერციულ გემზე ჰუსიტების კონტროლირებული იემენიდან სარაკეტო იერიში განხორციელდა

11:52, 12.12.2023

ნორვეგიულ კომერციულ გემზე ბაბ-ელ-მანდების სრუტეში ჰუსიტების კონტროლირებული იემენიდან სარაკეტო იერიში განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, ფრთოსანი რაკეტა გემს მოხვდა, რამაც ხომალდზე ხანძარი გააჩინა. მსხვერპლის და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, თავდასხმის დროს ნორვეგიული გემის სიახლოვეს არცერთი ამერიკული ხომალდი არ იმყოფებოდა, მაგრამ აშშ-ის სამხედრო ხომალდმა, „მეისონმა“ უპასუხა ნორვეგიული გემის რადიო სიგნალს და ამჟამად დახმარებას უწევს.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ჰუსიტებს“ ოფიციალურად არ აუღიათ, თუმცა ჯგუფის სამხედრო სპიკერმა, იაჰია სარიმ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანი განცხადება მალე გაკეთდება.

მსგავსი