აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, აშშ-მა ირანის წინააღმდეგ იერიშები დაიწყო
აშშ-მა ირანის წინააღმდეგ იერიშები დაიწყო.
როგორც აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაშია აღნიშნული, ოპერაცია ირანის მიერ ჰორმუზის სრუტეში მოძრავ კომერციულ გემებზე თავდასხმებზე პასუხია.
„აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ძალებმა ირანის წინააღმდეგ ძლიერი დარტყმების სერია დაიწყეს, რათა საერთაშორისო საზღვაო გზაზე მშვიდობიანი სამოქალაქო ეკიპაჟებით დაკომპლექტებულ კომერციულ გემებზე თავდასხმისთვის ირანს მაღალი ფასი დააკისრონ. ირანის აგრესია იყო გაუმართლებელი, სახიფათო და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების აშკარა დარღვევა“, – ნათქვამია განცხადებაში.
ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ამ წუთებში აფეთქებების ხმა ისმის სამხრეთ ირანში. კერძოდ, რამდენიმე საპორტო ქალაქში, მათ შორის ბანდარ აბასსა და სირიკში, ასევე ქეშმის კუნძულზე.