აშშ-ის ცენტრალური სარდლობა – „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ ირანიდან ბალისტიკური რაკეტები გაუშვა, ეს იყო აშშ-ის ძალებზე მოულოდნელი თავდასხმის მცდელობა, ყველა რაკეტა წარმატებით განადგურდა

03:01, 29.07.2026

„ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ძალებმა ირანიდან რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს. ეს იყო ახლო აღმოსავლეთში განლაგებულ აშშ-ის ძალებზე მოულოდნელი თავდასხმის მცდელობა, – ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ყველა ირანული რაკეტის განადგურება წარმატებით განხორციელდა.

„აშშ-ის ძალები ინარჩუნებენ სიფხიზლეს და საბრძოლო მზადყოფნის მაღალ დონეს,“ – აღნიშნულია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.

მსგავსი