აშშ-ის ცენტრალური სარდლობა - ირანის მიმართ დაწესებულმა საზღვაო ბლოკადამ პრაქტიკულად სრულად შეაჩერა ქვეყნისკენ და ქვეყნიდან საზღვაო გზით მიმდინარე ეკონომიკური ვაჭრობა
აშშ-ის ცენტრალური სარდლობა - ირანის მიმართ დაწესებულმა საზღვაო ბლოკადამ პრაქტიკულად სრულად შეაჩერა ქვეყნისკენ და ქვეყნიდან საზღვაო გზით მიმდინარე ეკონომიკური ვაჭრობა

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ირანის მიმართ დაწესებულმა საზღვაო ბლოკადამ პრაქტიკულად სრულად შეაჩერა ქვეყნისკენ და ქვეყნიდან საზღვაო გზით მიმდინარე ეკონომიკური ვაჭრობა.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში ნათქვამია, რომ ირანის პორტების ბლოკადა, რომელიც მიმდინარე კვირის დასაწყისში ამოქმედდა, უკვე „სრულად არის განხორციელებული“ და უზრუნველყოფს, რომ ამერიკული ძალები ახლო აღმოსავლეთში საზღვაო უპირატესობას ინარჩუნებენ.

აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ ბლოკადის ამოქმედებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში არცერთ გემს არ გაუვლია შეზღუდული ზონა. მათივე ცნობით, ჰორმუზის სრუტეში გემები, რომლებიც არ მიემართებიან ირანის პორტებისკენ, ამერიკული ძალების მხარდაჭერით სარგებლობენ.

საპასუხოდ, ირანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტის მიმართ მუქარა „მსოფლიოსთვის ფართომასშტაბიან შედეგებს“ გამოიწვევს.