აშშ-ის ცენტრალური სარდლობა აცხადებს, რომ შეერთებული შტატების ძალებმა ირანზე იერიში განაახლეს
აშშ-ის ცენტრალური სარდლობა აცხადებს, რომ შეერთებული შტატების ძალებმა ირანზე იერიში განაახლეს.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში სარდლობა ადასტურებს, რომ უკვე მეხუთე ღამეა, რაც ირანზე იერიში გრძელდება. მათივე თქმით, დარტყმები მიზნად ირანის სამხედრო შესაძლებლობების დაქვეითებას ისახავს.
„დღეს, აღმოსავლეთის დროით 14:00 საათზე, აშშ-ის ძალებმა ირანის წინააღმდეგ ზედიზედ მეხუთე ღამეა, დარტყმების ახალი ტალღა განახორციელა, რათა კიდევ უფრო შეამციროს ირანის სამხედრო შესაძლებლობები”,- ნათქვამია განცხადებაში.
შტატების თქმით, მათი ოპერაციის მიზანი ირანის იმ სამხედრო შესაძლებლობების კიდევ უფრო შესუსტებაა, რომლებიც საერთაშორისო კომერციულ გადაზიდვებსა და სამოქალაქო ეკიპაჟებს საფრთხეს უქმნიან.