აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო – ირანის ბირთვული პროგრამა სერიოზულად დაზიანდა

02:04, 26.06.2025

ირანის ბირთვული პროგრამა სერიოზულად დაზიანდა, – ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა, ჯონ რეტკლიფმა განაცხადა.

რეტკლიფის თქმით, სანდო სადაზვერვო ინფორმაციის მიხედვით, აშშ-ის დარტყმების შემდეგ ირანის ბირთვული პროგრამა იმდენად დაზიანდა, რომ მის აღდგენას წლები დასჭირდება.

„ახალი სადაზვერვო ინფორმაციის თანახმად, ირანის რამდენიმე ძირითადი ბირთვული ობიექტი განადგურდა და მათი აღდგენას წლები დასჭირდება“, – განაცხადა რეტკლიფმა.

მსგავსი