აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ მათი სამხედრო ოპერაციის შედეგად, სირიაში ტერორისტული ორგანიზაციის, „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერია მოკლული
აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ მათი სამხედრო ოპერაციის შედეგად, სირიაში ტერორისტული ორგანიზაციის, „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერია მოკლული

აშშ-ის მიერ ჩატარებული სამხედრო ოპერაციის შედეგად სირიაში ტერორისტული ორგანიზაციის, „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერია მოკლული. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, შესაბამის ინფორმაციას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, მოკლული ხალიდ აიდ აჰმად ალ-ჯაბური პასუხისმგებელი იყო ევროპაში „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ განხორციელებულ თავდასხმებზე. მან განავითარა დაჯგუფების ხელმძღვანელობის სტრუქტურა. ამერიკული მხარის ინფორმაციით, დარტყმის შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეები არ დაშავებულან.

აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ „ისლამური სახელმწიფო“ კვლავ წარმოადგენს საფრთხეს რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ. გაერო-ს მიერ თებერვალში გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, დაჯგუფებას სირიასა და ერაყში ხუთიდან შვიდი ათასამდე წევრი და მხარდამჭერი ჰყავს.

„შესუსტების მიუხედავად, დაჯგუფებას კვლავ შეუძლია ოპერაციების ჩატარება რეგიონის ფარგლებში და გააჩნია სურვილი, განახორციელოს დარტყმა ახლო აღმოსავლეთის ფარგლებს გარეთ“, – ნათქვამია ცენტრალური სარდლობის განცხადებაში. ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ ალ-ჯაბურის სიკვდილი დროებით შეაფერხებს დაჯგუფების უნარს, დაგეგმონ თავდასხმები.