აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ დარტყმები მიაყენეს ირანის სარაკეტო და უპილოტო საფრენი აპარატების საწყობებს

01:20, 27.06.2026

ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალებმა ირანის სამიზნეებზე თავდასხმა განახორციელეს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა ირანი ზავის დარღვევაში დაადანაშაულა.

აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში აღნიშნავენ, რომ დარტყმები მიაყენეს სარაკეტო და უპილოტო საფრენი აპარატების საწყობებს, ასევე – სარადარო პოზიციებს.

მანამდე, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ირანმა ჰორმუზის სრუტეში მცურავ გემებზე, სულ მცირე, ოთხი უპილოტო საფრენი აპარატით განახორციელა თავდასხმა.

თავდასხმამდე რამდენიმე წუთით ადრე, ჟურნალისტის კითხვაზე, უპასუხებდა თუ არა აშშ თავდასხმას, ტრამპმა განაცხადა: „თავად ნახავთ“.

მსგავსი