აშშ-ის ცენტრალურ და სამხრეთ შტატებში ძლიერი ქარბუქი და ყინვაა, ქვეყნის 18 შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
აშშ-ის ცენტრალურ და სამხრეთ შტატებში ძლიერი ქარბუქი და ყინვაა, ქვეყნის 18 შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

აშშ-ის ცენტრალური და სამხრეთ შტატები ძლიერმა ქარბუქმა და ყინვამ მოიცვა. ქვეყნის 18 შტატში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

სიენენისცნობით, ყინულის საფარმა მოიცვა ტერიტორია ტეხასიდან უკიდურეს ჩრდილოეთით, მაინისა და ნიუ ჰემფშირის შტატებამდე. რეკორდული ყინვის გამო, წვიმის სახით მოსული ნალექი გრუნტთან შეხებისთანავე ყინულის საფარად იქცევა. ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს ძლიერი ქარი.

სტიქიამ ამ დროისთვის უკვე გამოიწვია 15 000-მდე ავიარეისის გაუქმება. სინოპტიკოსები ნულ გრადუსს ქვემოთ ტემპერატურას მომდევნო კვირის განმავლობაშიც პროგნოზირებენ.