აშშ-ის ავიაციამ სირიაში ირანისგან მხარდაჭერილი მებრძოლების სამხედრო ინფრასტრუქტურაზე ავიაიერიში მიიტანა
აშშ-ის ავიაციამ სირიაში ირანისგან მხარდაჭერილი მებრძოლების სამხედრო ინფრასტრუქტურაზე ავიაიერიში მიიტანა

აშშ-ის ავიაციამ სირიაში ირანისგან მხარდაჭერილი მებრძოლების სამხედრო ინფრასტრუქტურა დაბომბა.

გავრცელებული ცნობით, ავიაიერიშის შედეგად სულ მცირე 17 მებრძოლი დაიღუპა.

პენტაგონში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმების სამიზნე სირიის აღმოსავლეთში არსებული ინფრასტრუქტურული ობიექტები გახდა, რომელსაც ირანისგან მხარდაჭერილი სამხედრო ჯგუფები იყენებდნენ.

გავრცელებული ცნობით, საერთო ჯამში სამხედრო თვითმფრინავებმა იერიში ერაყის საზღვრის მახლობლად შვიდ სამიზნეზე მიიტანეს. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, ავიაიერიშები იყო პასუხი ერაყში ამერიკელ და კოალიციურ პერსონალზე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებზე.