აშშ-ის არმიის გაერთიანებული შტაბების კომიტეტის ხელმძღვანელი - ჩინეთის მიერ სავარაუდო ზებგერითი რაკეტის გამოცდა შემაშფოთებელია
აშშ-ის არმიის გაერთიანებული შტაბების კომიტეტის ხელმძღვანელი - ჩინეთის მიერ სავარაუდო ზებგერითი რაკეტის გამოცდა შემაშფოთებელია

ჩინეთის მიერ სავარაუდო ზებგერითი რაკეტის გამოცდა შემაშფოთებელია, – ამის შესახებ აშშ-ის არმიის გაერთიანებული შტაბების კომიტეტის ხელმძღვანელმა, მარკ მილიმ განაცხადა.

ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, ჩინეთის არმია სწრაფად ძლიერდება. მარკ მილის განცხადებით, ჩინური რაკეტის გაშვება საბჭოთა კავშირის მიერ „სპუტნიკის“ გაშვების მსგავსია და ამერიკის მხრიდან დიდი ყურადღება ექცევა.

არსებული ინფორმაციით, ჩინეთმა ბირთვული შესაძლებლობებით აღჭურვილი ზებგერითი რაკეტა გამოსცადა, რომლის განეიტრალება აშშ-ის თავდაცვის სისტემას არ შეუძლია. ჩინეთი ზებგერითი რაკეტის გამოცდას უარყოფს. პეკინში ამბობენ, რომ კოსმოსური ხომალდი გაუშვეს.