აშშ-ის არმიის ცენტრალური სარდლობის ცნობით, ამერიკელმა სამხედროებმა ირანში დარტყმების ახალი ტალღა დაიწყეს
აშშ-ის არმიის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ამერიკელმა სამხედროებმა ირანში დარტყმების ახალი ტალღა დაიწყეს.
„ცენტრალურმა სარდლობამ ირანის წინააღმდეგ საჰაერო დარტყმების რაუნდი დღეს, აღმოსავლეთის დროით დღის სამ საათზე, ზედიზედ მეშვიდე ღამეს დაიწყო. დარტყმები მიზნად ისახავს ირანის სამხედრო შესაძლებლობების დასუსტების გაგრძელებას მთავარსარდლის ბრძანებით“, – აღნიშნულია განცხადებაში.
პარალელურად, ირანული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ქვეყნის სამხრეთით მდებარე ქალაქ სირიკში სამი აფეთქება მოხდა. ასევე ვრცელდება ცნობები ბუშერსა და კუნძულ ქეშმზე აფეთქებების შესახებ.