აშშ-ის 16 შტატში მოსალოდნელი ქარბუქისა და ყინვის გამო, საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, გაუქმებულია 9 000-ზე მეტი ავიარეისი
აშშ-ის 16 შტატში მოსალოდნელი ქარბუქისა და ყინვის გამო, საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, გაუქმებულია 9 000-ზე მეტი ავიარეისი

აშშ-ის ცენტრალურ და სამხრეთ შტატებში ქარბუქისა და ყინვისთვის ემზადებიან.

„სიენენის“ ცნობით, ქვეყნის 16 შტატში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, მათ შორის, დელავერში, მისურიში, არკანზასში, ლუიზიანაში, მისისიპიში, ტენესიში, ალაბამაში, ჯორჯიაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინაში, ვირჯინიაში, ნიუ იორკში, კენტუკიში, მერილენდში, ნიუ ჯერსისა და კანზასში.

მოსალოდნელი მეტეოროლოგიური პირობების გამო გაუქმებულია 9000-ზე მეტი ავიარეისი, მათგან 3250 24 იანვარს უნდა შესრულებულიყო, 5000-ზე მეტი კი – 25 იანვარს. ასევე, შეფერხებებია საავტომობილო გზებზე.