აშშ-ი ინტერპოლის ხელმძღვანელის არჩევნებზე სამხრეთ კორეელ კანდიდატს დაუჭერს მხარს
აშშ-ი ინტერპოლის ხელმძღვანელის არჩევნებზე სამხრეთ კორეელ კანდიდატს დაუჭერს მხარს

ამერიკის შეერთებული შტატები ინტერპოლის ხელმძღვანელის არჩევნებზე სამხრეთ კორეელ კანდიდატს, კინ ჩენ იანს დაუჭერს მხარს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა.

მაიკ პომპეოს განმარტებით, კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციაში ქვეყნების წარმომადგენლებმა იმ პირს უნდა მისცენ ხმა, რომლის სახელიც „შებღალული“ არ არის. ამერიკელი დიპლომატის თქმით, სწორედ ასეთია ამჟამად ორგანიზაციის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი კიმ ჩენ იანი.

ინტერპოლის ხელმძღვანელის ასარჩევად დაგეგმილ არჩევნებში, რომელიც დღეს დუბაიში გაიმართება, კიდევ ერთ ფავორიტად რუსი გენერალ-მაიორი, ალექსანდრ პროკოპჩუკი მიიჩნევა, რომელიც ამჟამად ინტერპოლის ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებს.

ინტერპოლის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ჩინეთის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრის მოადგილემ, მენ ჰუნვეიმ თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც ჩინეთის ხელისუფლებამ ქრთამის აღებასა და კანონის დარღვევაში დასდო ბრალი.