აშშ „იძულებითი შრომის“ გამო 60 ქვეყნისთვის, მათ შორის ევროკავშირის წევრებისთვის, დამატებით ტარიფებს დააწესებს
აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენლობის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ მოკვლევისას გამოავლინეს 54 ქვეყანა, რომელმაც ვერ შეძლო, „შემოეღო და ეფექტურად უზრუნველყო იძულებითი შრომის გამოყენებით წარმოებული საქონლის იმპორტზე აკრძალვა“, რასაც აშშ-ის კომერციისთვის „ტვირთად“ მოიხსენიებენ.
შესაბამისად, 10%-იანი ტარიფების დაწესება განიხილება კანადის, მექსიკის, ტაივანის, პაკისტანის, გაერთიანებული სამეფოსა და ევროკავშირის ქვეყნებისთვის, ხოლო 12.5%-იანი ტარიფი – ჩინეთის, ინდოეთის, იაპონიის, სამხრეთ კორეის, ბრაზილიისა და შვეიცარიისთვის.
ამ ცნობას უკვე გამოეხმაურა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელმაც უარყო იძულებითი შრომის ბრალდებები და განაცხადა, რომ ტარიფების „ცალმხრივად“ დაწესების წინააღმდეგია.